„ჩარლზის ჩამოწერა არ შეიძლება, მაგრამ...“ | ომალი ილიას მოგებას ვარაუდობს
შონ ომალიმ UFC-ის ლეგენდარულ მებრძოლს, დემეტრიუს ჯონსონს ინტერვიუ მისცა. „შუგამ“ ჩარლზ ოლივეირასა და ილია თოფურიას ჩხუბთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრება დააფიქსირა და განაცხადა, რომ ძალიან საინტერესო ორთაბრძოლა გველოდება.
„თოფურია მეტოქეს ისე დაჰყვება, როგორც მტაცებელი მსხვერპლს და მათი ყბების განადგურება შეუძლია, რის გამოც, არ გამოვრიცხავ, ოლივეირას სერიოზული ტკივილი მიაყენოს. თუმცა, ჩარლზის ჩამოწერა არ შეიძლება და მისი მუხლები ძალიან სახიფათოა.
საინტერესო ორთაბრძოლა იქნება, რადგან ფიზიკურად, ოლივეირა უფრო დიდია, მაგრამ მაინც თოფურიასკენ ვიხრები. ილიას ყბების პოვნა ძალიან კარგად გამოსდის, ჩარლზს კი ძლიერად ხშირად არტყამენ ხოლმე. მაიკლ ჩენდლერმა, რომელიც გიჟურ სტილში ჩხუბობს, ოლივეირას სერიოზული პრობლემები შეუქმნა, ილია კი უფრო გაწონასწორებული და ზუსტია“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ოლივეირას ორთაბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება და 28 ივნისს (თბილისის დროით, 29 ივნისს) ჩანიშნული UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება. ბუკმეკერების აზრით, თოფურია გამოკვეთილი ფავორიტია და სენსაცია თუ არ მოხდა, „ელ მატადორი“ ჩემპიონი გახდება.