ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„თუ ოლივეირა ჩაეხსნება, მას ცარუკიანი შეცვლის, მაგრამ შედეგი იგივე იქნება“ - თოფურია

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის პრეტედენტმა, ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ ჩხუბისთვის მზადებაზე ისაუბრა.

ილია თოფურია:

„კემპი კარგად მიდის. მთელი მსოფლიოდან შესანიშნავი სპარინგპარტნიორები მყავს. მათი დახმარებით მოვიპოვებ იმას, რაც ჩემი შრომით დავიმსახურე.

ვისთან დავიცავ ქამარს პირველად - პიმბლეტთან თუ ცარუკიანთან? არ ვიცი. ჯერჯერობით მხოლოდ 28 ივნისზე ვფიქრობ. თავდაპირველად ჩემი მეტოქე ისლამ მახაჩევი უნდა ყოფილიყო, შემდეგ გაირკვა, რომ ჩარლზ ოლივეირას ვეჩხუბები.

თუ ჩარლზი ჩაეხსნება, მას არმან ცარუკიანი შეცვლის... თუმცა ყველასათვის შედეგი ერთი და იგივე იქნება - მე მოვიგებ“.

ცნობისთვის, მსუბუქი წონის ვაკანტური ქამრისთვის ერთმანეთს ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა დაუპირისპირდებიან. მათი ჩხუბი UFC 317-ზე გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩარლზი რომ ვიყო, ილიას ასე ვეჩხუბებოდი“ | რას ამბობს დემეტრიუს ჯონსონი
„ჩარლზი რომ ვიყო, ილიას ასე ვეჩხუბებოდი“ | რას ამბობს დემეტრიუს ჯონსონი