ვინისიუს ჟუნიორი, ხავიერ ტებასი, ლამინ იამალი
Aa
Aa

„ოქროს ბურთი იამალმა ან ვინისიუსმა უნდა მოიგოს“ - ტებასი

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა „ოქროს ბურთის“ მთავარი ფავორიტები დაასახელა. მისი აზრით, წლის მთავარი ინდივიდუალური ჯილდო ესპანური კლუბის წარმომადგენელმა უნდა მიიღოს.

„ოქროს ბურთი“ წელს ლამინ იამალმა ან ვინისიუსმა უნდა მოიგოს. რატომ ვინისიუსი? მართალია, სუპერსეზონი არ ჰქონია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სეზონის დასაწყისში შესანიშნავად გამოიყურებოდა. „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულს მთელი სეზონის მიხედვით ავლენენ, ვინისიუსს კი წინ აქვს სანაკრებო მატჩები და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

იამალი და ვინისიუსი ლა ლიგაში თამაშობენ. როდესაც გვეუბნებიან, რომ ესპანური კლუბები ტრანსფერებს ვერ აკეთებენ, მე ვპასუხობ - მთავარია, ფული სწორად იხარჯებოდეს.

როდესაც ენდობი ახალგაზრდა ფეხბურთელებს, როგორც ეს „ბარსელონას“ შემთხვევაში მოხდა - მათ ჰყავთ კასადო, კუბარსი, იამალი - აღწევ შესაბამის შედეგს. არ არის საჭირო ამდენი ფეხბურთელის ყიდვა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ვარსკვლავები აკადემიაში გეზრდება“.

ცნობისთვის, წელს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება, ნომინანტებს კი France Football-ი აგვისტოში დაასახელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამოსასყიდი 1 მილიარდი ევროა - ვინისიუსი კონტრაქტს ახანგრძლივებს
გამოსასყიდი 1 მილიარდი ევროა - ვინისიუსი კონტრაქტს ახანგრძლივებს