ნეიმარი
Aa
Aa

თასი ბრაზილიაში უნდა დავაბრუნოთ | ნეიმარი მსოფლიოს ჩემპიონობას უმიზნებს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩელსის თავდამსხმელს, ჟოაო პედროს, ბრაზილიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადს მიღმა დატოვების გამო ბოდიში მოუხადა. იტალიელმა აღიარა, რომ არაერთი მოთამაშე იმსახურებდა შერჩევას, თუმცა „სელესაოს“ მწვრთნელმა არჩევანი გამოცდილებაზე შეაჩერა, რაც ნეიმარის დაბრუნებასაც მოიცავს.

ნეიმარი კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებას, სამუნდიალო განაცხადში მოხვედრის შესახებ ემოციურად შეხვდა.

ფაბრიციო რომანომ ნეიმარის სიტყვები გამოაქვეყნა: „დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველანი ერთიანები ვიქნებით. ბოლომდე დავიხარჯებით. ის ბრაზილიაში უნდა დავაბრუნოთ“.

შეგახსენებთ, ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მსოფლიო ჩემპიონატისთვის 26 კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ედერსონი (ფენერბაჰჩე), ვევერტონი (გრემიო).

მცველები: ალექს სანდრო (ფლამენგო), ბრემერი (იუვენტუსი), დანილო (ფლამენგო), დუგლას სანტოსი (ზენიტი), გაბრიელი (არსენალი), იბანიესი (ალ აჰლი), ლეო პერეირა (ფლამენგო), მარკინიოსი (პსჟ), ვესლი (რომა).

ნახევარმცველები: ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი), კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი), დანილო (ბოტაფოგო), ფაბინიო (ალ-აჰლი), ლუკას პაკეტა (ფლამენგო).

თავდამსხმელები: ენდრიკი (ლიონი), გაბრიელ მარტინელი (არსენალი), იგორ ტიაგო (ბრენტფორდი), ლუის ენრიკე (ზენიტი), მატეუშ კუნია (მანჩესტერ იუნაიტედი), ნეიმარი (სანტოსი), ვინისიუს ჟუნიორი (მადრიდის რეალი), რაფინია (ბარსელონა), რაიანი (ბორნმუთი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაჯოს უცნობი მხარე - კარმა, წინა ცხოვრება და ბუდიზმი
ბაჯოს უცნობი მხარე - კარმა, წინა ცხოვრება და ბუდიზმი