ნაგელსმანთან დიდი ხანი კონტაქტი არ ჰქონდა | როგორ დაბრუნდა ნოიერი ნაკრებში
ავტორიტეტული გერმანული გამოცემის, BILD-ის ჟურნალისტმა კრისტიან ფოლკმა მანუელ ნოიერის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, თუ როგორ დაუბრუნდა 40 წლის მეკარე ეროვნულ ნაკრებს.
„ეროვნული ნაკრების წამყვანი მოთამაშეები იულიან ნაგელსმანთან აქტიურად უჭერდნენ მხარს მანუელ ნოიერის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოძახებას. ჩემპიონთა ლიგაზე ნოიერის საიმედო გამოსვლამ მისი გერმანელი თანაგუნდელების არგუმენტები კიდევ უფრო განამტკიცა. ბაიერნში თანაგუნდელებმა მოუწოდეს, რომ გადაეხედა ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილებისთვის. ნოიერს მხარი ოჯახმაც დაუჭირა და თანხმობა მისცა როგორც ბაიერნში კიდევ ერთი სეზონის გატარებაზე, ისე მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლო თამაშზე. ნოიერთან დაკავშირებული ეს ახალი გეგმა შემდგომში გერმანიის ფეხბურთის კავშირს ამცნეს.
ამ მომენტამდე, ნაგელსმანსა და ნოიერს შორის დიდი ხნის განმავლობაში თითქმის კონტაქტი არ ყოფილა, თუმცა მოგვიანებით სატელეფონო ზარები გახშირდა და ნაკრებში დაბრუნების იდეა როგორც ორ მხარეს შორის, ისე უშუალოდ DFB-ს შიგნითაც განიხილებოდა. ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი შეთანხმდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შესახებ ნოიერის მზაობა მათთვის ახალ, ხელსაყრელ ვარიანტს აჩენდა. საბოლოო ჯამში, მიიღეს გადაწყვეტილება მისი ეროვნულ ნაკრებში პირველ ნომრად დაბრუნების შესახებ''.
ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ სანაკრებო კარიერა 2024 წლის 21 აგვისტოს ესპანეთთან 2:1 წაგების შემდეგ დაასრულა, თუმცა ორწლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა.
2009-24 წლებში 40 წლის ნოიერმა ეროვნულ ნაკრებში 124 მატჩი ჩაატარა, 2010 წლის მუნდიალზე მესამე ადგილზე გავიდა, 2014 წელს მუნდიალი მოიგო. ასევე, ევრო 2012-ზე გერმანიის ნაკრები ნახევარფინალში იტალიასთან დამარცხდა.