ვილი სანიოლი
Aa
Aa

„ბევრს ჰგონია, რომ მარტივი მატჩი იქნება, მაგრამ წარმატებისთვის 100%-ით უნდა დავიხარჯოთ“ - სანიოლი

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში „დინამო არენაზე“ ფარერის კუნძულებს მიიღებს.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

გიორგი ლორიას შესახებ:

როდესაც ნაკრებში მოვედი, პირველად შვედეთში ვიმყოფებოდი. პირველი, ვინც გავიცანი გიორგი ლორია იყო. მასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრე და ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. მასთან ერთად მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო.

ფარერის კუნძულებთან მატჩის შესახებ:

როდესაც ივნისში სეზონი მთავრდება, ფეხბურთელებისთვის რთულია. მაგრამ თამაშისთვის ყველა კარგად მოემზადა და ყველა მზად არის. განსაკუთრებულ ექსპერიმენტებს არ ვგეგმავთ, რადგან მინდა, რომ ახალი სახეები ვიყიდო. მოლოდინები ნათელია - ყველა ფეხბურთელისგან მაქსიმუმის მიღება მსურს.

ახალი სახეები სექტემბერში:

ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, ახლა ივნისია და არა სექტემბერი. ვნახოთ, იქნება თუ არა სექტემბერში ახალი სახეები. მხედველობაში 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებიც გვყავს. ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ პერფორმანსზე იქნება დამოკიდებული, მათზეა დამოკიდებული, შეაღებენ თუ არა იმ კარს, რომელიც მათთვის ეროვნულ ნაკრებში ყოველთვის ღიაა. დიდი ხანია ვიმეორებ, რომ ნაკრებში 9-10 ადგილი არის თავისუფალი, სადაც ფეხბურთელებს კონკურენციის ფონზე მოხვედრა შეუძლიათ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

კაპიტანი უახლოეს მატჩებში:

კაპიტანი ხვალ გიორგი ლორია იქნება, კვირას გასამართი მატჩისთვის კი ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ მიმიღია.

საბა ხარებაშვილის შესახებ:

საბა რთულად დასახასიათებელი მოთამაშეა. 17 წლისაა, მაგრამ როდესაც მას ესაუბრები, შთაბეჭდილება გექმნება, რომ უფრო დიდი ასაკისაა. მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი. ვარჯიშებზე თავისი მაქსიმუმი უნდა აჩვენოს და ამის შემდეგ გადაწყდება, ითამაშებს თუ არა.

ფარერის კუნძულებთან მატჩზე და დებიუტანტების შესახებ:

დაბალ დაცვას თამაშობენ, რითაც ჩეხეთს და სომხეთს პრობლემები შეექმნა. კარგი გუნდია და არ უნდა ვიფიქროთ, რომ მარტივ თამაშს ველით. 100%-ით უნდა მოვემზადოთ.

დავით კერესელიძეს კარგი ხასიათი აქვს. უფრო ბრაზიანია, რაც მეკარეებში კარგი თვისებაა, გუგეშაშვილი და მამარდაშვილი შედარებით მშვიდები არიან. ლუკა გაგნიძემ კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს, რომ წარმატებას მიაღწიოს. მან ჩემზე პოზიტიური შთაბეჭდილება დატოვა.

კვარაცხელიას ჩემპიონობის შესახებ:

ის მემანქანესავითაა, რომელსაც მატარებლის მართვა შეუძლია, მას ბრწყინვალედ შეუძლია ლიდერის ფუნქციის მორგება, ეს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოში უფრო მეტი სკაუტი ჩამოდის და ფეხბურთელებს აკვირდება. ხვიჩა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის დიდ როლს თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფარერის კუნძულების დაპირისპირება 5 ივნისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლორია: “მადლობა საქართველოს. მე ვამთავრებ ჩემს სანაკრებო კარიერას“
ლორია: “მადლობა საქართველოს. მე ვამთავრებ ჩემს სანაკრებო კარიერას“