რაიან შერკი
Aa
Aa

სიტი შემადგენლობას აძლიერებს | რეინდერსი და შერკი ქალაქელთა სამიზნეთა შორის

„მანჩესტერ სიტიმ“ შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობა დაიწყო. „ქალაქელები“ ორ ფეხბურთელს უმიზნებენ და ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სასურველ შედეგთან ძალიან ახლოს არიან.

რომანოს ცნობით, „სიტი“ ტიჯანი რეინდერსის გაფორმებასთან ერთ ნაბიჯშია. „ქალაქელებსა“ და „მილანს“ სიტყვიერი შეთანხმება მიღწეული აქვთ და მხარეები ბოლო დეტალებზე მუშაობენ. „სიტის“ რეინდერსთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებული აქვს და ინგლისელებს ნიდერლანდელი ფეხბურთელი დაახლოებით 70 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

რეინდერსის პარალელურად, „სიტი“ რაიან შერკის შეძენაზე მუშაობს. რომანოს მიხედვით, „ქალაქელებმა“ და ფრანგი ფეხბურთელის წარმომადგენელებმა პირადი კონტრაქტი შეათანხმეს და უახლოეს საათებში, „ლიონი“ ოფიციალურ წინადადებას მიიღებს. მოსალოდნელია, რომ ფინანსური პრობლემების მქონე ფრანგული კლუბი შეთავაზებას დათანხმდება.

ცნობისთვის, „სიტის“ ტოვებს კევინ დე ბრუინი, რომელიც დიდი ალბათობით, კარიერას MLS-ში გააგრძელებს. ბელგიელი ნახევარმცველი „ნაპოლის“ ყურადღების ცენტრში იყო, მაგრამ შეთანხმება არ შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ის პირველი სატრანსფერო სამიზნე | ენრიკე უკრაინელ მცველს უკვე ესაუბრა
პსჟ-ის პირველი სატრანსფერო სამიზნე | ენრიკე უკრაინელ მცველს უკვე ესაუბრა