კვარას შემცვლელის ძებნა გრძელდება | ნაპოლიმ 4 კანდიდატი შეარჩია
„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელის ძებნას აგრძელებს და ზაფხულში ორი გარემარბის დამატებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა AreaNapoli იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, კლუბს უმაღლესი დონის გარემარბების მოყვანა სურს და სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანას პირველ რიგში ეს ამოცანა ექნება შესასრულებელი.
კერძოდ, მანას მიერ შერჩეულ კანდიდატებს შორის არიან კალუმ ჰადსონ-ოდოი (ნოტინგემ ფორესტი), ალეხანდრო გარნაჩო (მანჩესტერ იუნაიტედი), ხესუს როდრიგესი (ბეტისი) და ჯეიდონ სანჩო (მანჩესტერ იუნაიტედი).
აღსანიშნავია, რომ სანჩოს შემთხვევაში „ნაპოლის“ კონკურენციას უწევენ „მილანი“ და „ასტონ ვილა“. გარნაჩოს გადაბირებას ნეაპოლელები ზამთარშიც ცდილობდნენ, თუმცა მაშინ „წითელ ეშმაკებსა“ და „პარტენოპეის“ შორის შეთანხმება ვერ შედგა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლი“ მიმდინარე წლის იანვარში დატოვა. ქართველი ფეხბურთელის გარეშე „ნაპოლიმ“ დაძაბულ ბრძოლაში მეოთხე სკუდეტოს მოგება შეძლო, თავად კვარაცხელიამ კი პსჟ-ში პირველივე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.