რამაზ სვანაძე
Aa
Aa

ევრო 2025 | ჩვენი ახალგაზრდულის შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 11 ივნისს, ევროპის 2025 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, პირველ მატჩს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ დღეს, იმ 23 ფეხბურთელის განაცხადი დაასახელა, რომლებიც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე წარმოადგენენ.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა საზონოვი (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ვასილიოს გორდეზიანი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ვახტანგ ბედოშვილი (გარეჯი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).

შეგახსენებთ, რომ გუნდის წევრები - ლუკა ლაცაბიძე და ნიკოლოზ უგრეხელიძე, ტრავმის გამო გუნდს გუშინ გამოაკლდნენ, ხოლო ნოდარ ლომინაძე და საბა გოგლიჩიძე, რუმინეთთან დღევანდელ მატჩს მიკრო-ტრავმების გამო გამოტოვებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ჩხუბს მოუთმენლად ველოდები“ | ომალის ვიდეო და კონორის რეაქცია
„ამ ჩხუბს მოუთმენლად ველოდები“ | ომალის ვიდეო და კონორის რეაქცია