„ამ ჩხუბს მოუთმენლად ველოდები“ | ომალის ვიდეო და კონორის რეაქცია
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი მომდევნო ჩხუბს შონ ომალის წინააღმდეგ გამართავს და ტიტულის დაცვას შეეცდება. ორთაბრძოლამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ინტერესი უფრო და უფრო იზრდება.
ომალი რემატჩს მოუთმენლად ელოდება და Youtube-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც გვაჩვენა, ჩხუბისთვის როგორ ემზადება. ერთ-ერთ მომენტში, ვხედავთ „შუგას“, რომელიც კონორ მაკგრეგორისა და ნეით დიაზის მეორე ორთაბრძოლას უყურებს. კონორმა პირველი ჩხუბი ფინიშით წააგო, მეორეში კი რევანში აიღო და მსაჯების უმრავლესობის გადაწყვეტილებით იმარჯვა.
Very excited for this match! @ufc https://t.co/phWwB5gDbf
— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) June 3, 2025
ომალის იმედი აქვს, რომ კონორის გზას გაიმეორებს და მისი ვიდეო ირლანდიელმა მებრძოლმაც ნახა. მაკგრეგორმა კომენტარი დატოვა და განაცხადა: „ამ ჩხუბს მოუთმენლად ველოდები. ძალიან მაგონებს, დიასი მაკრგეგორი 2-ის მოსამზადებელ კემპს. დამაინტრიგებელი ბრძოლაა“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის ჩხუბი 7 ივნისს (თბილისის დროით 8 ივნისს) გაიმართება და UFC 316-ის მთავარი მოვლენა იქნება.