„ყველაფერი მშვენივრად დალაგდა“ - პერეირა პირველზე გადავიდა
ბოლო პერიოდში როგორ ყოფილ, ასევე მოქმედ მებრძოლთა უმრავლესობა UFC-ის ხელმძღვანელებს სპორტსმენებისთვის დანიშნული მოკრძალებული ჰონორარების გამო აკრიტიკებს. ხორხე მასვიდალი უფრო შორსაც წავიდა და დენა უაითს პირდაპირ განუცხადა, რომ საჭიროა ჯონ ჯონსის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება, რადგან „ბოუნსზე“ უკეთეს მებრძოლს ვერსად იპოვის. თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, უაითის ფავორიტი ალექს პერეირაა და სავარაუდოდ, ბრაზილიელი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ორგანიზაციის მთავარი ვარსკვლავი იქნება.
talkSPORT-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორი წონის 38 წლის ბრაზილიელმა ჩემპიონმა UFC-სთან ახალი რვაბრძოლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის 6 მილიონ დოლარს მიიღებს და ორგანიზაციის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლი გახდება, ეს ცნობა თავად „პო ატანმაც“ დაადასტურა და სიხარულით აღნიშნა, რომ როგორც დენა უაითთან, ასევე ჰანტერ კემპბელთან მშვენიერი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.
შეგახსენებთ, რომ ახალი კონტრაქტის ფარგლებში პირველ ბრძოლას ალექს პერეირა 14 ივნისს, თეთრი სახლის ღონისძიებაზე ჩაატარებს და სირილ განის დამარცხების შემთხვევაში, მძიმე წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონი გახდება.