ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი, ოსერი
Aa
Aa

ზურიკოს გოლი ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა

ზურიკო დავითაშვილმა მორიგ წარმატებას მიაღწია. ქართველი ფეხბურთელის ოსერის კარში გატანილი გოლი ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ ზურიკოს გარდა წლის სეზონის საუკეთესო გოლზე მიქაუტაძის(ანჟერის წინააღმდეგ) და ხვიჩა კვარაცხელიას(მონაკოს წინააღმდეგ) გატანილი გოლებიც იყო წარდგენილი.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის უკვე დასრულებულ სეზონში, ქართველმა ფეხბურთელმა 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ცნობისთვის, სამწუხაროდ ზურიკოს სენტ-ეტიენი საფრანგეთის ლიგა 1-დან გავარდა და არის ალბათობა, რომ დავითაშვილი ფრანგულ გუნდს დატოვებს.

ბოლო ინფორმაციით, ჯვაროსნების შემტევის გადაბირებით თურქული ბეშიქთაში ინტერესდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თავად დავითაშვილის გადაწყვეტილება.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლორია: “მადლობა საქართველოს. მე ვამთავრებ ჩემს სანაკრებო კარიერას“
ლორია: “მადლობა საქართველოს. მე ვამთავრებ ჩემს სანაკრებო კარიერას“