„დილაშოუ, გარბრანდტი, კრუზი და ალდო“ - დვალიშვილს ექს-ჩემპიონთან ჩხუბი სურს
Aa
Aa

„დილაშოუ, გარბრანდტი, კრუზი და ალდო“ - დვალიშვილს ექს-ჩემპიონთან ჩხუბი სურს

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა კოდი სტამანთან გამარჯვების შემდეგ, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. დვალიშვილის კომენტარს Mmajunkie ავრცელებს და მერაბი აცხადებს, რომ რომელიმე ყოფილ ჩემპიონთან ჩხუბი სურს.

„ჩვენს წონით დივიზიონში 4 ყოფილი ჩემპიონია. ტი ჯეი დილაშოუ, ჟოზე ალდო, კოდი გარბრანდტი და დომინიკ კრუზი. მათ შორის ფრენკი ედგარიცაა, თუმცა მასთან ჩხუბი არ მინდა. ფრენკის უდიდეს პატივს ვცემ და იგი ნამდვილი ლეგენდაა. ედგარი სატიტულო ბრძოლას ან რაიმე დიდს იმსახურებს. სხვებს რაც შეეხებათ, რატომ უნდა ელოდონ ამდენ ხანს? მეჩხუბონ და წინსვლა განაგრძონ“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა სტამანი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და UFC-ში ზედიზედ მე-6 გამარჯვება იზეიმა. ცნობისთვის, სტამანთან ბრძოლამდე დვალიშვილი თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებდა, გამარჯვების შემდეგ, კი უდიდესი ალბათობით, დაწინაურდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები