Aa Aa
18 აპრილი 2021  |  18:13

3 ქართველი ფინალში! ლიპარტელიანი და ბექაური VS ღვინიაშვილი

ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, დასკვნით დღეს ფინალურ ბლოკში საქართველოს 5 წარმომადგენელს ვიხილავთ.

90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგება - ბექა ღვინიაშვილი ლაშა ბექაურს დაუპირისპირდება.

ღვინიაშვილმა ნახევარფინალში რუსი იგოლნიკოვი ორი ეფექტური გდებით დაამარცხა და ფინალში დამსახურებულად გავიდა.


ლაშა ბექაურმა ნახევარფინალში თურქეთის წარმომადგენელ მიხაილ ზგნაკს 1-ქულიანი გდებით სძლია და ფინალში გასვლა არ გასჭირვებია.


მესამე ქართველი ფინალისტი ჩვენი ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი იქნება, რომელიც ფინალში ბელგიელ ტომი ნიკიფოროვს დაუპირისპირდება.

რაც შეხება ბრინჯაოს მედლებს. საქართველოს სახელით გურამ თუშიშვილი და ილია სულამანიძე იბრძოლებენ.

შეგახენებთ, რომ ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

სპორტ კოქტეილი

სპორტ კოქტეილი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში