Aa
Aa

ლილარდი: „თუ პლეიოფში მოხვედრის შანსს ვერ მივიღებთ, არ ვითამაშებ"

„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ კალათბურთელი, დემიენ ლილარდი აცხადებს, რომ თუ მის გუნდს პლეიოფის საგზურის მოპოვების შანსი არ მიეცა, დარჩენილ მატჩებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

„დეიმ დოლამ“ საკუთარი პოზიცია Yahoo Sports-თან დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ცვლილებების გატარება აუცილებელია.

„თუ სეზონი განახლდება და პლეიოფში მოხვედრის შანსს ვერ მივიღებთ, სამსახურში გამოვხადდები, ვარჯიშებს არ გავაცდენ, გუნდთან ერთად ვიქნები, მაგრამ მატჩებისას სათადარიგოთა სკამზე ვიჯდები.

ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიანტი მინი-ტურნირის გამართვაა, რომელშიც მე-7-დან მე-12 ადგილებზე მყოფი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას და პლეიოფის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

პლეიოფის მიღმა დარჩენა საშინელება იქნება. ჩვენ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია, თანაც სასტარტო ხუთეულის ცენტრი და მძიმე ფორვარდი დაგვიბრუნდა. პირადად მე, ვთვლი, რომ თუ სეზონი განახლდება ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან გვექნება შანსი“.

NBA რეგულარული სეზონის შემოკლებას და მხოლოდ 70 მატჩის გამართვას აპირებს, რასაც „პორტლენდის“ პლეიოფში მოხვედრის შანსს ფაქტობრივად ნულამდე დაჰყავს. „ბლეიზერსი“ მერვეადგილოსან „მემფისს“ 3 მოგებით ჩამორჩება, თანაც „გრიზლისზე“ ერთით მეტი, 66 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 4 თამაშში ლილარდის გუნდს მხოლოდ სასწაული თუ უშველის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები