ბაადურ ჯობავას ყაიმი მსოფლიოს ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სწრაფ ჭადრაკში მსოფლიო პირველობა მიმდინარეობს, სადაც ქართველმა მოჭადრაკემ, ბაადურ ჯობავამ შესანიშნავი შედეგი აჩვენა.
ქართველი დიდოსტატი 5-დან 4,5 ქულით პირველობას მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან და მსოფლიო თასის გამარჯვებულ იან დუდასთან ერთად ინაწილებდა და განსაკუთრებით ინტერესს ჯობავასა და კარლსენის დაპირისპირება იწვევდა.
ქართველი მოჭადრაკე წარმოდგენილი თეთრი ფიგურებით იყო და საბოლოოდ, მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან შეხვედრა ყაიმით დაასრულა.