ეთერ ლიპარტელიანი
Aa
Aa

ფედერაციის პირველი საპატიო წევრი - ლიპარტელიანის კავშირი კარატესთან

ეთერ ლიპარტელიანი საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პირველი საპატიო წევრი გახდა. 27 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ძიუდოისტს სპეციალური სერთიფიკატი და სიმბოლური მედალი ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ გიგნაძემ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული პრესტიჟული ტურნირის მიმდინარეობისას გადასცა, რომელსაც ლიპარტელიანო საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა.

კარატეს საერთაშორისო შეჯიბრება საქართველოს დედაქალაქში ორი დღის მანძილზე ტარდებოდა და შვიდი ქვეყნის 600-მდე კარატისტი მონაწილეობდა. საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან ტურნირმა უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა, ქართველმა სპორტსმენებმა კი მედლების სარეკორდო რაოდენობა მოიპოვეს. აღსანიშნავია უტა ფონიავას მოპოვებული ჩემპიონობა, რომელიც სპორტის ამ სახეობას ტრავმით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

ცნობისათვის, შეჯიბრების მიმდინარეობისას სპეციალური ჯილდო ვეტერანმა კარატისტმა თენგიზ რამიშვილმაც მიიღო, რომელსაც 75 წელი შეუსრულდა და სპორტის ამ სახეობაში 57-წლიანი ღვაწლი დაუფასდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    კარატისტების 55 მედალი - პრესტიჟული ტურნირი ბათუმში
    კარატისტების 55 მედალი - პრესტიჟული ტურნირი ბათუმში