კარატისტების 55 მედალი - პრესტიჟული ტურნირი ბათუმში
Aa
Aa

კარატისტების 55 მედალი - პრესტიჟული ტურნირი ბათუმში

კონტაქტურ კარატეში ქართველი სპორტსმენები ბოლო პერიოდში თითქმის ყველა საერთაშორისო ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობენ და ამ მხრივ გამონაკლისი არც ბათუმში ჩატარებული პრესტიჟული ღია შეჯიბრება ყოფილა. სამშობლოში, ქართველი გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერის ხარჯზე, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა შედეგი გააუმჯობესეს და ასპარეზობა 55 მედლით დაასრულეს.

მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში გამართულ ბათუმის გრან პრის გამარჯვებულები უფროსებს შორის ოთხი ქართველი კარატისტი, მარიამ წიკლაური (55 კგ), დავით ძნელაძე (60 კგ), ანდრეი ზინჩენკო (70 კგ) და დავით მსხალაძე (+80 კგ) გახდა. აქვე გეტყვით, რომ ბათუმში ჩატარებულ პრესტიჟულ ტურნირზე 15 ოქროს გარდა, საქართველოს ნაკრების წევრებმა 10 ვერცხლისა და 30 ბრინჯაოს მედალიც მოიპოვეს.

ცნობისათვის, ბათუმის გრან პრიში თხუთმეტი ქვეყნის 394 სპორტსმენი მონაწილეობდა და გამარჯვებულები ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ. ტურნირის აჭარაში ჩატარების მთავარი მიზანი სპორტის ამ სახეობის რეგიონში კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია გახლდათ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მსხალაძეების წარმატება - პირველი ჩემპიონობა და მსოფლიოს ლიცენზია
    მსხალაძეების წარმატება - პირველი ჩემპიონობა და მსოფლიოს ლიცენზია