ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

„ბევრი სცენარი წარმომიდგენია, მაგრამ...“ | ალექსანდრე ილიასა და გეიჯის ჩხუბზე

ალექსანდრე თოფურიამ ალვარო კოლმენეროს ინტერვიუ მისცა. „ელ კონკისტადორმა“ ილია თოფურიას მომდევნო ბრძოლაზე ისაუბრა, რომელსაც „ელ მატადორი“ „თეთრ სახლში“, ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართავს.

„ბევრი სცენარი წარმომიდგენია, რომლებითაც შეიძლება ჩხუბი წარიმართოს და ყველა მათგანში უპირატესობა ილიას მხარესაა. ხალხი ამბობს, რომ მას ორთაბრძოლა უკვე მოგებული აქვს, მაგრამ ეს ასე არ არის. წინასწარ არაფერს ვზეიმობთ და ჩვენს საქმეს აქ, მოსამზადებელი ეტაპისას ვაკეთებთ. სწორედ აქ ხდება გამარჯვების მოპოვება.

ჯასტინ გეიჯის სათანადოდ ვაფასებთ და თავდაუზოგავად ვმუშაობთ. ის ნამდვილი ლეგენდაა, მაგრამ ყველა სცენარში უპირატესობა ილიას მხარეზეა და ეს ჩემი ობიექტური მოსაზრებაა. ყველაფრისთვის ვემზადებით და სწორედ ამიტომ ვვარჯიშობთ ძალიან მაღალი დონის გრეპლერებთან, სტრაიკერებთან და მოჭიდავებთან. ყველა კომპონენტს ვსწავლობთ და ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ“.

ალექსანდრემ საკუთარ კარიერაზეც ისაუბრა და დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა: „როდესაც ხალხი კითხულობს: „ალექსანდრე რატომ არ ჩხუბობს, როდესაც ილიას ბრძოლა აქვს ჩანიშნული?“ ასეა, რადგან, როდესაც ილია ოქტაგონშია, მის გვერდით უნდა ვიყო და ყველანაირად დავეხმარო. როდესაც ილიას კემპი სრულდება, მცირე დრო მჭირდება, რათა წონას დავუბრუნდე და ა.შ. სავარაუდოდ, ზაფხულის შემდეგ შევძლებ ჩხუბს“.

შეგახსენებთ, რომ თოფურია და გეიჯი „თეთრი სახლის“ ღონისძიების მთავარი მოვლენის მონაწილეები არიან. მათი დაპირისპირება თბილისის დროით 15 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო შემტევები | რომელზეა კვარა Kicker-ის გამოკითხვაში
მსოფლიოს საუკეთესო შემტევები | რომელზეა კვარა Kicker-ის გამოკითხვაში