ისლამ მახაჩევი, იან მაჩადო გარი
Aa
Aa

„ჯანდაბა, საერთოდ რა ხდება?!“ - გარი მახაჩევის ტრავმას ეჭვქვეშ აყენებს

იან მაჩადო გარიმ კიდევ უფრო მეტად შეიტანა ეჭვი ისლამ მახაჩევის ტრავმაში მას შემდეგ, რაც დაღესტნელი მებრძოლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მორიგ სავარჯიშო ვიდეოს გაეცნო.

„ჯანდაბა, საერთოდ რა ხდება?! ხელის ტრავმა აქვს თუ უბრალოდ დროს წელავს?“

– დაწერა ირლანდიელმა UFC-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონის მიერ მძიმე ტომარაზე მუშაობის კომენტირებისას.

ასევე, მახაჩევმა გამოაქვეყნა თავისი ფიზიკური მომზადების სავარჯიშო გეგმა, რომელიც მოიცავს 90 კგ-იან შტანგის ამოწევას (Deadlift), ბიცეფსზე 40 კგ-ის აწევას და აზიდვებს ტაშით.

„აზიდვები ტაშით – 3 მისვლა 15-ჯერ. წოლჭიმი ვიწრო ჩავლებით – 3 მისვლა 6-ჯერ (წონა 90 კგ). ჩაჯდომები 90 კგ – 5-ჯერ, მაშინვე ამოწევა (Deadlift) 90 კგ – 5-ჯერ, 3 მისვლა. რუმინული ამოწევა 60 კგ – 8-ჯერ, მაშინვე აზიდვები ტურნიკზე – 10-ჯერ, 3 მისვლა. იღებ 15 კგ-იან ჰანტელებს და აკეთებ ბიცეფსზე აწევას – 15-ჯერ, მაშინვე იღებ 40 კგ-იან შტანგას და აკეთებ ბიცეფსზე აწევას – 5-ჯერ, 3 მისვლა. პრესი და ზურგი აუცილებელია – 3 მისვლა 20-ჯერ. დასვენება თითოეული ვარჯიშის შემდეგ – 2 წუთი“,

– დაწერა მახაჩევმა.

გასულ უქმეებზე UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა, ისლამ მახაჩევის შემდეგი მეტოქის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ ბრძოლა ჩაინიშნება მაშინვე, როგორც კი ის ტრავმირებულ ხელს მოიშუშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები