„ბორჯღალოსნებისთვის ფასდაუდებელ ფიგურად იქცა“ - ფინალის წინ აქცენტი თაფლაძეზეა
კვირას, მადრიდში რაგბი ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გამოვლინდება. საქართველოს ეროვნული გუნდი პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება და ბუნებრივია, მოახლოებული თამაშის წინ ინტერესი უდიდესია. ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამასთან დაკავშირებით ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, სადაც ეწერა, რომ ფინალში დემურ თაფლაძისა და პორტუგალიელი როდრიგო მარტის დუელი ბევრ რამეს გადაწყვეტს.
რას წერენ თაფლაძეზე
დემურ თაფლაძის პროგრესი შესამჩნევია - მან საკუთარი თამაში იმდენად დახვეწა, რომ ბორჯღალოსნებისთვის ფასდაუდებელ ფიგურად იქცა. 25 წლის ქართველი მორაგბის ანგარიშზე წლევანდელ ტურნირზე 4 ლელოა. მან ხაზი 6-ჯერ გაჭრა, გარღვევა 12-ჯერ განახორციელა და ბურთით საერთო ჯამში 180 მეტრი დაფარა.
ცნობისათვის, დემურ თაფლაძემ წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გამართული ოთხი მატჩიდან ორში, შვეიცარიასთან და ესპანეთთან გამოიჩინა თავი. პირენელეებთან მან მეტოქის ჩათვლის მოედანი ორჯერ აიღო და შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს.