ირაკლი მჭედლიძე
Aa
Aa

ორიაკს გამარჯვებაში დაეხმარა - მჭედლიძის მორიგი ლელო

გასულ შაბათ-კვირას საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს და პირველ ლიგაში ბევრ ქართველს არ უთამაშია, რადგან მათი უმრავლესობა საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული და ბორჯღალოსნებს რუმინელების ძლევაში, ანთიმოზ ივერიელის თასის მეოცედ მოპოვებასა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლაში ეხმარებოდნენ.

გამონაკლისს წარმოადგენდა ირაკლი მჭედლიძე, რომელიც PRO D2-ში „ორიაკს“ საკუთარ სტადიონზე „ნევერის“ 6-ქულიანი სხვაობით, 41:35 დამარცხებაში დაეხმარა. 25 წლის ქართველმა მორაგბემ მიმდინარე სეზონში მეცხრამეტედ იასპარეზა, საიდანაც თხუთმეტ შემთხვევაში ძირითადში მოხვდა, ხოლო ხუთჯერ მოედანზე ცვლილებაზე შევიდა. ჯამში მჭედლიძის ანგარიშზე წელს ნათამაშებ 946 წუთში 15 ქულა, ანუ 3 ლელოა.

ცნობისათვის, 23 ტურში დაგროვებული 51 ქულით „ორიაკი“ მერვე ადგილზეა. მომდევნო ტურში ირაკლი მჭედლიძე და მისი თანაგუნდელები 27 მარტს, საკუთარ სტადიონზე „ბიარიცის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მადრიდში პორტუგალიასთან - ბორჯღალოსნების მეტოქე გაირკვა
მადრიდში პორტუგალიასთან - ბორჯღალოსნების მეტოქე გაირკვა