„რაც ხაბიბთან არ გამოვიდა“ - ჰოლოუეის ისლამთან ჩხუბი სურს
UFC 326-ის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, მედიის წარმომადგენლებთან ტრადიციული შეხვედრა შედგა, სადაც მთავარი ორთაბრძოლის მონაწილეებმა, ჩარლზ ოლივეირამ და მაქს ჰოლოუეიმ ჟურნალისტების თითქმის ყველა შეკითხვას უპასუხეს. განსაკუთრებით საინტერესო და ხმაურიანი ამ უკანასკნელის კომენტარი გამოდგა. როდესაც მაქსს ჰკითხეს, თუ ვისთან დაპირისპირებას ისურვებდა უახლოეს მომავალში, მისგან საკმაოდ მოულოდნელი პასუხი მიიღეს.
მაქს ჰოლოუეი
ხშირად ვფიქრობ, ვისთან იქნებოდა კარგი ჩემი საბრძოლო თვისებების გამოცდა. თავის დროზე დიდი სურვილი მქონდა ეს ყველაფერი ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლაში გამეკეთებინა, მაგრამ ამის შესაძლებლობა ხელიდან გავუშვი. ახლა კი მსურს, თანამედროვე ვარსკვლავთან ისლამ მახაჩევთან ჩხუბი, თანაც არ აქვს მნიშვნელობა ამას რომელ წონაში გავაკეთებ.
შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეი კვირას, თბილისის დროით გამთენიისას, BMF-ის ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირასთან იბრძოლებს, რომლის დამარცხებითაც თავის დროზე ისლამ მახაჩევი UFC-ის ჩემპიონი პირველად გახდა. ჰოლოუეის კი ისლამი აქამდე არასოდეს შეხვედრია და ამის შანსი ახლა უკვე ნაკლებია, რადგან ისინი სხვადასხვა დივიზიონში იბრძვიან.