ისლამ მახაჩევი, იან მაჩადო გარი
Aa
Aa

„პატარა ვირთხა და ნაგვის გროვაა“ - ისლამის მენეჯერი დაამცირეს

UFC-ის ქვესაშუალო წონის ზედა ეშელონებში სრული გაურკვევლობაა. ჯერჯერობით უცნობია, რომელ მებრძოლთან დაიცავს დივიზიონის ახალი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი საჩემპიონო ქამარს. კანდიდატი სამია - იან მაჩადო გარი, მაიკლ მორალესი და კამარუ უსმანი. ეს უკანასკნელი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან ბრძოლის სურვილი თავად მახაჩევმა გამოთქვა. სიტუაცია კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა დაღესტნელის მენეჯერის, ალი აბდელაზიზის განცხადებამ, რომელმაც აღნიშნა, რომ გარიზე გაცილებით სახელოვან სპორტსმენთან ჩხუბის ჩანიშვნაზე მიდის მუშაობა, რამაც როგორც ჩანს, ირლანდიელი უზომოდ გააღიზიანა და აბდელაზიზი მიწასთან გაასწორა.

იან მაჩადო გარი

ისლამ მახაჩევს ჩემთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად უფრო მეტი დრო სჭირდება, მისი მენეჯერი კი სისულელეებს ლაპარაკობს. ალი აბდელაზიზი ნაგვის გროვა და პატარა ვირთხაა. „ნებისმიერს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს“ - ასეთი აზროვნება უნდა ჰქონდეს პლანეტის საუკეთესო მებრძოლს, ჩვენ კი მახაჩევის შემთხვევაში სულ სხვა სურათს ვხედავთ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს 11 ივლისს, საერთაშორისო საბრძოლო კვირეულში, ლას ვეგასში მთავარ ბრძოლად ისლამ მახაჩევისა და მაიკლ მორალესის დაპირისპირება ჩაინიშნება, რომელიც ჯერჯერობით დაუმარცხებელია და ქამრისთვის ჩხუბს დიდი ხანია ითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან დიდ ბრძოლას უნიშნავენ“ - ისლამის მენეჯერის მინიშნება
„ძალიან დიდ ბრძოლას უნიშნავენ“ - ისლამის მენეჯერის მინიშნება