ზურაბ დათუნაშვილი, ლაშა გობაძე
Aa
Aa

მიზეზი ცნობილია | 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი გობაძეს გადაეცემა

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების გადაწყვეტილებით, 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი ზურაბ დათუნაშვილის ნაცვლად ლაშა გობაძეს გადაეცემა. ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„ლაშა გობაძეს 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი გადაეცემა! ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ინფორმაციის თანახმად ქართველი სპორტსმენი 2021 წლის მსოფლიო პირველობაზე მოპოვებული ბრინჯაოს ნაცვლად ვერცხლს მიიღებს.

სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილს 2021წლის მაისის შემდეგ მოპოვებული მედლები ჩამოერთვა, მათ შორის მსოფლიოს 2021 წლის პირველობის ოქრო. ოსლოში გამართულ ჩემპიონატზე გობაძე და დათუნაშვილი ერთმანეთს 1/4ფინალში დაუპირისპირდნენ, გამარჯვება სერბეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენს დარჩა და ჩემპიონიც გახდა, თუმცა დოპინგ ტესტზე ჩავარდნის შემდეგ ოქროს მედალი ჩამოერთვა და მაშინდელ ვიცე-ჩემპიონს, კირილ მასკევიჩს ერგო, ხოლო გობაძე მაოფლიოს ვერცხლის პრიზიორი გახდა''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები