ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი ჩამოართვეს
სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველ მოჭიდავეს ზურაბ დათუნაშვილს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი ოფიციალურად ჩამოერთვა.
სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის საჩივარი საერთაშორისო ტესტირების სააგენტოს (ITA) გადაწყვეტილების წინააღმდეგ უარყო და მისი ხუთწლიანი დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა.
The ITA reports that the Court of Arbitration for Sport has dismissed the appeal filed by Serbian Wrestler Zurabi Datunashvili against the decision rendered by the Anti-Doping Division of the Court of Arbitration for Sport on 19 September 2024.
— International Testing Agency (@IntTestAgency) November 21, 2025
▶️ https://t.co/m7XWMpYhRu pic.twitter.com/EHpcVUWJQZ
ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორი თვით ადრე, დათუნაშვილი კონტროლის დროს შარდის ნიმუშის გაყალბებას ცდილობდა. მას ასევე დამატებით ბრალი ედება 2022 წელს დოპინგ-ტესტირებისთვის თავის არიდებაში.
ამის გამო, დათუნაშვილს ჩამოერთმევა ტოკიოს ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი, რომელიც გადაეცემა ხორვატ მოჭიდავე ივან ჰუკლეკს, ვინც დათუნაშვილმა 87 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის გამართულ ბრძოლაში დაამარცხა.
ამრიგად, CAS-მა ძალაში დატოვა დათუნაშვილის 5-წლიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც 2028 წლის 10 აპრილამდე იმოქმედებს.
ასევე CAS-მა დაადასტურა სპორტსმენის მიერ მიღებული ყველა შედეგის გაუქმება, რომელიც მან 2021 წლის 27 მაისიდან მოყოლებული დააფიქსირა. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებულ ბრინჯაოს მედლის გარდა, დათუნაშვილს ასევე ჩამოერთვა 2021 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული ოქროს მედლები.