სარეკორდო სხვაობით - მძიმე მარცხი საბერძნეთთან
Aa
Aa

სარეკორდო სხვაობით - მძიმე მარცხი საბერძნეთთან

ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მძიმე და მტკივნეული მარცხით დაიწყო. ქართველი წყალბურთელები ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონს, საბერძნეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდნენ და 14-ბურთიანი სხვაობით, 6:20 დამარცხდნენ.

ბერძნების უპირატესობა ეჭვქვეშ არც ერთ პერიოდში არ დამდგარა და მათ რიგებში ყველაზე შედეგიანი კონსტანტინოს კაკარისი გახლდათ, რომელმაც პოკერი შეასრულა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, დუბლი დუშან ვასიჩის ანგარიშზეა, თითო გოლით კი თავი იოვან სარიჩმა, ვატო დადვანმა, სტეფან პიეშივაცმა და ნიკა შუშიაშვილმა გამოიჩინეს.

ცნობისათვის, ბერძნებთან საქართველოს ნაკრები აქამდე ყველაზე დიდი, 12-ბურთიანი სხვაობით ორჯერ, 2020 (7:19) და 2021 წლებში (8:20) იყო დამარცხებული, დღეს კი უფრო დიდი ჰანდიკაპი და ანტირეკორდი დაფიქსირდა. კონტინენტის პირველობის მომდევნო, მეორე ტურში ქართველი წყალბურთელები ხორვატებს დაუპირისპირდებიან და შეხვედრა 13 იანვარს, თბილისის დროით 15:45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება ქუვეითთან - ხელბურთელები ევროპირველობისთვის ემზადებიან
გამარჯვება ქუვეითთან - ხელბურთელები ევროპირველობისთვის ემზადებიან