აპოლოს ფრე და დინამოს მარცხი - კონფერენს ლიგის სტარტი
Aa
Aa

აპოლოს ფრე და დინამოს მარცხი - კონფერენს ლიგის სტარტი

ევროპის კონფერენს თასზე ასპარეზობა საქართველოს წყალბურთის ორმა კლუბმა, „აპოლომ“ და „დინამო თბილისმა“ დაიწყეს. ქვეყნის ჩემპიონმა უფრო წარმატებულად ითამაშა და უნგრეთის „ჰონვედთან„ მატჩის ძირითადი დრო ფრედ დაასრულა, თუმცა შეხვედრის შემდგომ ხუთმეტრიანების სერიაში „აპოლო“ დამარცხდა. რაც შეეხება „დინამოს“, ვიცე-ჩემპიონმა იტალიის „პოსილიპოსთან“ ხუთბურთიანი სხვაობით, 8:13 წააგო.

„აპოლოს“ მარცხი დასანანია მით უფრო, რომ ქართველი წყალბურთელები შესვენებაზე სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ საფინალო სირენამ საყაიმო ანგარიში 14:14 დააფიქსირა. ხუთმეტრიანების სერიაში კი მეტოქემ 6:5 გაიმარჯვა, უცნაურობა კი ის გახლავთ, რომ გადამწყვეტი დარტყმა „აპოლოს“ შემადგენლობაში მისმა ყველაზე ტიტულოვანმა წევრმა, ლეგენდარულმა უნგრელმა დენეიშ ვარგამ გააფუჭა. რაც შეეხება „დინამოს“ მარცხს, რომელიც 8:13 დამარცხდა, რვიდან ოთხი გოლი საბა ტყეშელაშვილმა გაიტანა.

ცნობისათვის, კონფერენს თასის მეორე ტურის შეხვედრებს საქართველოს ორივე კლუბი ხვალ გამართავს - „აპოლო“ ნიდერლანდების „დე აკერს“ დაუპირისპირდება, „დინამოს“ მეტოქე კი ესპანეთის „მატაროს“ შეხვდება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტის მოლოდინი გვქონდა“ - იმედაცრუებული კაპიტანი
„მეტის მოლოდინი გვქონდა“ - იმედაცრუებული კაპიტანი