ანდრია ბითაძე
Aa
Aa

„ქართველებს განსაკუთრებული ჩემპიონატი გველის“ - ბითაძის ოპტიმისტური განწყობა

10-დან 25 იანვრამდე ბელგრადი წყალბურთის მოყვარულების ყურადღების ცენტრში მოექცევა. სერბეთის დედაქალაქი სპორტის ამ სახეობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული გუნდი B ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე სლოვენიის, საბერძნეთისა და ხორვატიის ნაკრები იქნება. მოლოდინს კიდევ უფრო მეტად ზრდის ის ფაქტი, რომ ტურნირი განსხვავებული ფორმატით ტარდება.

იქნება ორი ჯგუფური ეტაპი იქნება და პლეი ოფები მხოლოდ ნახევარფინალიდან დაიწყება. ანუ, პირველ ეტაპზე როგორც უკვე მოგეხსენებათ არის  ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფი და მომდევნო ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან სამი საუკეთესო გადის, რის შემდეგაც შეიქმნება უკვე ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი და პირველ ეტაპზე დაგროვებული ქულები ყველას გადაყვება. მეორე ჯგუფური ეტაპიდან პირველ-მეორე ადგილებზე გასულები ნახევარფინალში გავლენ, მესამეზე გასულები მეხუთე-მეექვსე ადგილისთვის, მეოთხეზე გასულები კი მეშვიდე-მერვე ადგილისთვის ითამაშებენ.

Crystalsport-თან ინტერვიუში, ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ანდრია ბითაძემ ოპტიმისტური განწყობა ვერ დამალა და ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებული შედეგის ჩვენებას დაპირდა.

ანდრია ბითაძე

პროგრამა-მინიმუმი საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვედრა იქნება, რაც ავტომატურად მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს გაგვინაღდებს. როგორც იცით, კონტინენტის პირველობაზე ფორმატი შეიცვალა, რაც არამარტო ჩვენთვის, არამედ სხვა გუნდებისთვისაც კარგია. თუ ადრე გრანდები თავს მოდუნების საშუალებას აძლევდნენ, ახლა, როდესაც ორი ჯგუფური ეტაპია და საწყის რაუნდში დაგროვებული ქულები მეორეშიც გაგყვება, თითოეული მატჩის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

რაც შეეხება მეტოქეებს ჯგუფში - საბერძნეთი და ხორვატია მსოფლიოს საუკეთესო გუნდები არიან, რომლებიც ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ, მაგრამ ჩვენ იმდენად კარგად მოვემზადეთ, რომ გაგვიჩნდა ამბიცია საუკეთესოების წინააღმდეგ საუკეთესო შედეგისთვის ვიბრძოლოთ. სლოვენია კი ჯგუფის აუტსაიდერად ითვლება და მათთან უბრალოდ ვალდებულები ვართ გავიმარჯვოთ.

ერთთვიანი ძალიან მძიმე და დატვირთული მზადების ეტაპი გავიარეთ, რომელიც უდიდესი სარგებლის მომტანი იყო, ტრავმა არავის არ გვაწუხებს და  თითოეული ჩვენგანი არაჩვეულებრივ ფორმაშია, რაც მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ წინ განსაკუთრებული ევროპის ჩემპიონატი გველოდება.

ცნობისათვის, ქართველმა წყალბურთელებმა საუკეთესო შედეგი 2022 წლის კონტინენტის პირველობაზე აჩვენეს, როდესაც მერვე ადგილზე გავიდნენ. წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს ისინი 11 იანვარს, ბერძნებთან მატჩით დაიწყებენ, რომელიც თბილისის დროით სტარტს 20:30 წუთზე აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“სინერის ადვოკატი ავიყვანე და სიმართლე დავამტკიცე“ - ბითაძე წყალბურთს  უბრუნდება
“სინერის ადვოკატი ავიყვანე და სიმართლე დავამტკიცე“ - ბითაძე წყალბურთს უბრუნდება