აპოლო სპორტ მენეჯმენტის ნაცვლად - საქართველოს ჩემპიონის რებრენდინგი
წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი „სპორტ მენეჯმენტის” ნაცვლად “აპოლოს” სახელით ითამაშებს. ევროტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოხდა კლუბის რებრენდინგი და შეიქმნა ახალი ლოგო, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე “აპოლო” 3 ოქტომბრიდან გამოვა და მისი მეტოქე გერმანიის “შპანდაუ”, ნიდერლანდების “დეზანი” და საბერძნეთის “აპოლონი” იქნება.
ოთხიდან ორი საუკეთესო მომდევნო ეტაპზე გავა, ბოლო ორ ადგილზე გასული კლუბი კი, კონფერენციის თასზე გადაინაცვლებს. სეზონის დაწყების წინ საქართველოს ჩემპიონი სერიოზულად გაძლიერდა და ექვსი უცხოელი წყალბურთელი დაიმატა. გარდა ამისა, „აპოლოში“ გამოდის საქართველოს ნაკრების რამდენიმე წყალბურთელი და კლუბი უცხოელი და ქართველი მოთამაშეების სინთეზს წარმოადგენს.
ცნობისათვის, „სპორტ მენეჯმენტმა“ და ახლა უკვე „აპოლომ“, საქართველოს ჩემპიონის ტიტული პირველად სამი თვის წინ მოიპოვა, როდესაც ფინალში თბილისის „დინამო“ დაძაბულ ბრძოლაში 14:13 დაამარცხა.