საკის კეჩაგიასი
Aa
Aa

„ვეცდებით მომავალში ჩვენით მთელმა ქვეყანამ იამაყოს“ - კეჩაგიასმა ტურნირი შეაფასა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მეათე ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარი მიზანი შეუსრულებელი დარჩა. ქართველი წყალბურთელებისთვის პროგრამა-მინიმუმი საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვედრა იყო, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ავტომატურად მოხვედრის საშუალებას მოგვცემდა. წარუმატებლობის შემდეგ ყველაზე საინტერესო მუდამ მთავარი მწვრთნელის კომენტარია და ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ბერძენმა დამრიგებელმა ათანასიოს კეჩაგიასმა ტურნირი ასე შეაფასა:

„ფრანგებთან შეხვედრაში დადებითი შედეგის მიღწევა ადვილი არ იყო, საერთო ჯამში კი ჩვენი გამოსვლით კმაყოფილი დავრჩი. მოთამაშეებმა ბოლომდე იბრძოლეს და ძალიან დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს. ასეთ მჭიდრო გრაფიკში მატჩების გამართვა მარტივი არ არის და მათ მიერ გაწეული შრომა დასაფასებელია.

მზადებისთვის თვეზე ნაკლები დრო გვქონდა და შესაბამისად, წყალბურთელებმა მაქსიმუმი გააკეთეს. თითოეული ტურნირის შემდეგ ყოველთვის საჭიროა ანალიზი, გაუმჯობესებაზე მუშაობა და იმ შედეგის მიღწევაზე ზრუნვა, რაც ყველას სურს. მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ ისეთი შედეგის საჩვენებლად, რომ წყალბურთელებიც კმაყოფილნი დარჩნენ და ჩვენით მთელმა ქვეყანამ იამაყოს“.

ცნობისათვის, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა საერთო ჯამში შვიდი შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ ორი მოიგო - ქართველმა წყალბურთელებმა წარმატების მიღწევა სლოვენიასთან (22:11) და თურქეთთან (14:11) მატჩებში შეძლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველებს განსაკუთრებული ჩემპიონატი გველის“ - ბითაძის ოპტიმისტური განწყობა
„ქართველებს განსაკუთრებული ჩემპიონატი გველის“ - ბითაძის ოპტიმისტური განწყობა