წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მე-10 ადგილზე დაასრულა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა.
მათ ბოლო მატჩი საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს. შეხვედრა საფრანგეთის გამარჯვებით, ანგარიშით 16:13 დასრულდა.
საქართველოს წუალბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდედ იასპარეზა. ქართველი წყალბურთელები F ჯგუფის ბოლო მატჩში, თურქეთს დაუპირისპირდნენ და 14:11 სძლიეს, რითაც ევროპის საუკეთესო ათეულში ადგილი გაინაღდეს.