საბა ტყეშელაშვილი, რევაზ იმნაიშვილი, ანდრია ბითაძე
Aa
Aa

“მოგება დავიმსახურეთ“ - წყალბურთელების მატჩისშემდგომი კომენტარი

წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში თურქეთს 14:11 მოუგო და ამ შედეგით ჩვენებურები მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს დაუპირისპირდებიან.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების წყალბურთელებმა ვატო დადვანმა, საბა ტყეშელაშვილმა, ანდრია ბითაძემ და რეზი იმნაიშვილმა კომენტარები გააკეთეს:

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების მხრიდან თავი ვასიჩმა(4), დადვანმა(3), ტყეშელაშვილმა(2), ადეიშვილმა(1), ტანკოსიჩმა(1), ვლაჰოვიჩმა(1), ჩიქოვანმა(1), ბითაძემ(1) და მაგრაქველიძემ გამოიჩინეს.

საბოლოო ჯამში, საქართველომ ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა და როგორც უკვე მოგახსენეთ, საფრანგეთს მე-9 ადგილისთვის დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 22 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 18:15-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები