გიორგი გელაშვილი ახალგაზრდებს შორის კლასიკურ სამჭიდში ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

გიორგი გელაშვილი ახალგაზრდებს შორის კლასიკურ სამჭიდში ევროპის ჩემპიონია

ლიეტუვის ქალაქ დრუსკინინკაიში კლასიკური სამჭიდის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს. ათლეტმა გიორგი გელაშვილმა (-59 კგ) ჩაჯდომაში 182,5 კილოგრამი დააფიქსირა და მეორე ადგილი მოიპოვა, წოლჭიმში — 147,5 კგ და პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ამოწევაში 202,5 კგ ჩათვალა; სამჭიდის ჯამში გიორგიმ 532,5 კგ დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ასევე მედლები მოიპოვეს: გიორგი წიკლაურმა (-53 კგ) - ჩაჯდომაში 100 კგ დაძლია, წოლჭიმში - 85 კგ, ამოწევაში - 135 კგ, საბოლოოდ კი სამივე დისციპლინაში ვერცხლის მედალი მოიპოვა; ხოლო სამჭიდის ჯამში 320 კგ დააგროვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
საბა გოგიჩაიშვილმა (-59 კგ) წოლჭიმში 132,5 კგ დააფიქსირა, ჩემპიონობა იზეიმა და ევროპის ჭაბუკების რეკორდი დაამყარა, ამოწევაში კი 200 კგ ჩათვალა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, მან ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა სამჭიდის ჯამში 477,5 კგ-ით. გიორგი მაისურაძემ (66 კგ) წოლჭიმში მესამე ადგილი დაიკავა, მან 140 კგ დაძლია. მერაბ სამხარაძემ (+120 კგ) კი წოლჭიმში 165 კგ ასწია და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
კონტინენტის პირველობა 7 დეკემბერს დასრულდება და მასში მონაწილეობას კიდევ ორი ქართველი მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვარსკვლავებით იაპონიაში! - ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ტოკიოს გრანდ სლემზე ცნობილია
ვარსკვლავებით იაპონიაში! - ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ტოკიოს გრანდ სლემზე ცნობილია