გიორგი ცხოვრებაძე
Aa
Aa

2 გოლი ჩემპიონთან - ცხოვრებაძე სენსაციასთან ახლოს იყო

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში, „ზაგრები“ - „მაგდებურგის“ მატჩის მიმდინარეობისას, იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ გულშემატკივარი დიდ სენსაციას იხილავდა. ხორვატიის დედაქალაქის გუნდი, რომელსაც ერთი მოგებაც არ ჰქონდა, აქამდე უდანაკარგოდ მოასპარეზე გერმანელებთან პირველ ტაიმში მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით დამარცხდა და მრისხანე მეტოქეს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა.

მიუხედავად ამისა, მეორე ნახევარში „მაგდებურგმა“ უფრო მეტი მობილიზებით ითამაშა და ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა და ხორვატები ხუთბურთიანი სხვაობით, 27:22 დაამარცხა. მცირე ხნით, მაგრამ „ზაგრების“ რიგებში თავის გამოჩენის საშუალება მაინც მიეცა გიორგი ცხოვრებაძეს, რომლის ანგარიშზეც 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მომდევნო მატჩს ცხოვრებაძე და მისი თანაგუნდელები ხორვატიის ჩემპიონატში „ვინკოვცისთან“ გამართავენ, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ტურში კი ისევ „მაგდებურგს“, ამჯერად საკუთარ დარბაზში დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინიმუმ ერთი მატჩი უნდა მოვიგოთ“ - ინტერვიუ ერეკლე არსენაშვილთან
„მინიმუმ ერთი მატჩი უნდა მოვიგოთ“ - ინტერვიუ ერეკლე არსენაშვილთან