გიორგი ცხოვრებაძე
Aa
Aa

საუკეთესო სენ-ჟერმენთან - ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგაში გამორჩეული იყო

გიორგი ცხოვრებაძე ხელბურთის ჩემპიონთა ლიგას შედეგიანი თამაშით დაუბრუნდა. ევროპის ჩემპიონატით გამოწვეული 10-კვირიანი პაუზის შემდეგ, კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი განახლდა. პლეი-ოფში მოხვედრის შანსის შესანარჩუნებლად „ზაგრებს“ საკუთარ დარბაზში „პარი სენ-ჟერმენის“ დამარცხება სჭირდებოდა, თუმცა სტუმრებმა დაცვაში უმაღლეს დონეზე იასპარეზეს და ხორვატები 11-ბურთიანი სხვაობით, 24:35 დამარცხდნენ.

მასპინძლების რიგებში ყველაზე შედეგიანი გიორგი ცხოვრებაძე გახლდათ, რომელმაც 5 გოლი გაიტანა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გულშემატკივრებს თავი ლამაზი ეპიზოდებით დაამახსოვრა. ქართველი ლეგიონერის უმაღლეს დონეზე ასპარეზობა მით უფრო დასაფასებელია იმის გამო, რომ „ზაგრების“ რიგებში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს სამი პრიზიორი თამაშობდა და სწორედ ასეთ კამპანიაში მოიპოვა ბომბარდირის სტატუსი ცხოვრებაძემ, რომელმაც მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ზაგრები“ თითოეულ მატჩში მოსაგებად იბრძვის, თუმცა ამჯერად მიზნის მიღწევა არ გამოუვიდა.

ცნობისათვის, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურში „ზაგრები“ სტუმრად „ბარსელონას“ შეხვდება და თამაში 26 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის ტოპ 10-ში მოხვდა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის ტოპ 10-ში მოხვდა