გიორგი ცხოვრებაძე
Aa
Aa

საშუალოდ 9.7 გოლი - ცხოვრებაძის ჩინებული სამი მატჩი

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე სამივე მატჩი წააგო, თუმცა ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის თამაშში იყო ეპიზოდები, რომელიც მეხსიერებაში სამუდამოდ დაგვრჩება. ერთ-ერთი ნათელი წერტილი კი რაღა თქმა უნდა გიორგი ცხოვრებაძე გახლდათ, რომელმაც სამ მატჩში 29 ბურთი გაიტანა და პორტუგალიელ ფრანსიშკუ კოშტასთან ერთად ტურნირის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ცხოვრებაძემ პირველ ტურში ხორვატებთან თავი 7 ბურთით გამოიჩინა, მეორე ტურში შვედებთან გარდა იმისა, რომ 11 გოლი გაიტანა, მატჩის MVP-ის პრიზიც მიიღო, ხოლო დასკვნით მესამე შეხვედრაში ნიდერლანდებთან შვედებთან თამაშის მსგავსად, 11-ჯერ აიღო მეტოქის კარი. შედეგად გამოდის, რომ გიორგი შეხვედრაში საშუალოდ 9.7 გოლს იტანდა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ტურნირი 9 ასისტით დაასრულა, საშუალოდ 3 შედეგიან პასს აკეთებდა.

ცნობისათვის, მესამე ტურში ნიდერლანდების ნაკრების კარში გიორგი ცხოვრებაძის მიერ გატანილი გოლი ჯგუფური ეტაპის ტოპ-სამეულში მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ხელბურთი | საქართველო ნიდერლანდებთან დამარცხდა
ხელბურთი | საქართველო ნიდერლანდებთან დამარცხდა