გიორგი ცხოვრებაძე, ირაკლი კბილაშვილი
Aa
Aa

ცხოვრებაძე ზაგრებს ნახევარფინალში გაუძღვა - კბილაშვილის შედეგიანი მატჩი

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს უახლოეს მომავალში მატჩების ჩატარება არ უწევს და შესაბამისად სპორტის ამ სახეობის ქართველი გულშემატკივრების მთელი ყურადღება იმ კლუბების თამაშებისკენ არის მიპყრობილი, სადაც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები თამაშობენ. საბედნიეროდ, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მათი უმრავლესობა შედეგიანად ასპარეზობს და თავისი გუნდის წარმატებაში დიდ როლს თამაშობს.

ეროვნული ნაკრების ლიდერმა გიორგი ცხოვრებაძემ მოკლე მონაკვეთში „ზაგრების“ შემადგენლობაში როგორც ჩემპიონატში ითამაშა, ასევე სათასო მატჩი გამართა. თასის მეოთხედფინალში „ზამეტთან“ 46:32 მოგებულ შეხვედრაში გიორგის ანგარიშზე 4 გოლთან ერთად 3 ასისტი იყო, ხოლო ჩემპიონატის მეცხრე ტურში სტუმრად „სესვეტთან“ 35:22 გამარჯვებაში საკუთარი წვლილი 5 ბურთითა და 1 შედეგიანი პასით შეიტანა.

რუმინეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურში „პოტაისა ტურდა“ საკუთარ დარბაზში დრამატულ მატჩში „სუჩავასთან“ 28:29 დამარცხდფა, რაშიც ყველაზე ნაკლები ბრალი ირაკლი კბილაშვილს მიუძღვოდა, რომელიც 8 გოლითა და 2 საგოლე პასით ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალანდაძის შემცვლელი ცნობილია | ხელბურთის ნაკრებს ესპანელი გაწვრთნის
კალანდაძის შემცვლელი ცნობილია | ხელბურთის ნაკრებს ესპანელი გაწვრთნის