ხელბურთი | დავით გრიშიკაშვილი იტალიის სერია ა-ში ითამაშებს
Aa
Aa

ხელბურთი | დავით გრიშიკაშვილი იტალიის სერია ა-ში ითამაშებს

ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშს პირველი ტრანსფერი მოყვა. დავით გრიშიკაშვილი, რომელიც დღემდე ჩრდილოეთ მაკედონიის უმაღლესი ლიგის „ბუტელე სკოპიეს“ ღირსებას იცავდა, იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს თამაშს. 18 წლის ქართველმა ხელბურთელმა 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა სიცილიურ „ალბატრო სირაკუზასთან“.

იტალიურმა კლუბმა ქართველი ლეგიონერის ტრანსფერს შემდეგი სიტყვები მიუძღვნა:

„ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშე, გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობითა და განვითარების სურვილით.“

„ალბატრო სირაკუზა“ იტალიის სერია A-ს 14-გუნდა ჩემპიონატში თამაშობს და 20 ქულით (10 მოგება და 5 წაგება) სატურნირო ცხრილის მესამე საფეხურზეა.

სირაკუზელები იტალიის ჩემპიონატს 7 თებერვალს „სასარისთან“ გასვლითი შეხვედრით განაახლებენ.

„ძალიან კარგი შთაბეჭდილებები მაქვს იტალიის ჩემპიონატზე, ასევე ქვეყნისა და მისი ტრადიციებზე. ყოველთვის მაინტერესებდა ეს ქვეყანა. როცა ალბატროში გადმოსვლის შანსი მომეცა, ამაზე დიდხანს არ მიფიქრია – ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა. ვისაც ამ გუნდზე ვეკითხებოდი, მხოლოდ დადებითს მეუბნებოდნენ. აქ გადმოსვლამდე არაერთ თამაშს ვუყურე, ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი გამეგო გუნდზე.“

- განაცხადა გრიშიკაშვილმა

წყარო - საქართველოს ხელბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები