ისრაელთან მატჩებამდე - შედეგიანი დიხამინჯია და გავაშელიშვილი
რამდენიმე დღეში საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩებს ისრაელის ნაკრებთან გამართავს. სამშობლოში გამომგზავრებამდე ქართველმა ხელბურთელებმა საკლუბო მატჩები ჩაატარეს და რამდენიმე მათგანმა თავი შედეგიანი ასპარეზობით გამოიჩინა.
რამდენიმედღიან ინტერვალში „აკიურერიმ“, სადაც გიორგი დიხამინჯია ასპარეზობს, სტუმრად ორი შეხვედრა ჩაატარა. ჯერ „ჰაფნარფიორდურთან“ (25:30) დამარცხდა და ქართველმა 2 გოლი მიითვალა, ხოლო შემდეგ „თორ აკიურერისთან“ (30:30) ფრედ დასრულებულ მატჩში თავი 7 ბურთით გამოიჩინა. დიხამინჯიას მსგავსად უმაღლეს დონეზე იასპარეზა მირიან გავაშელიშვილმა, რომელიც პოლონეთის პირველობის 23-ე ტურში „ოსტროვიას“ „აზოტი პულავისთან“ (38:23) საშინაო გამარჯვებაში 5 გოლითა და 7 საგოლე პასით დაეხმარა.
ცნობისათვის, გასულ შაბათ-კვირას ითამაშა გიორგი ცხოვრებაძემაც, რომელიც „ნექსე ნაშიცე“ – „ზაგრების“ (26:31) დაპირისპირებაში 5 გოლით ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.