ზურაბ ცინცაძე, ირაკლი კბილაშვილი, გიორგი დიხამინჯია
Aa
Aa

ისრაელთან მატჩებამდე - ხელბურთელთა შედეგიანი თამაში

ისრაელთან გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრების წინ ქართველი ხელბურთელები მშვენიერ ფორმაში არიან, რაზეც სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებში მათ მიერ უმაღლეს დონეზე ჩატარებული მატჩებიც მეტყველებს. ამჯერადაც შედეგიანი ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის რამდენიმე ხელბურთელი იყო, ხოლო მეკარე ზურაბ ცინცაძე მატჩის MVP გახდა.

პოლონეთის სუპერლიგის 22-ე ტურში „ლეგიონოვომ“ საკუთარ დარბაზში „ზაგლებიე“ 36:22 დაამარცხა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ მასპინძლების ქართველი მეკარე დასახელდა. ცინცაძემ გარდა იმისა, რომ 10 სეივი შეასრულა, ერთხელ თანაგუნდელს ასისტენტობა გაუწია. ამავე ტურში „ოსტროვიამ“ სტუმრად „კიელცესთან“ 30:37 წააგო და დამარცხებული გუნდის რიგებში მირიან გავაშელიშვილის ანგარიშზე 5 გოლი და 3 ასისტია.

ისლანდიის ჩემპიონატში „აკიურერიმ“ სტუმრად „სტიარნანს“ 17-ბურთიანი სხვაობით, 38:21 აჯობა და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო გიორგი დიხამინჯია გახლდათ, რომელმაც 7 გოლი გაიტანა. დიხამინჯიას მსგავსად შედეგიანი შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ხელბურთელს ირაკლი კბილაშვილს - მართალია მისი გუნდი „პოტაისა ტურდა“ სტუმრად „დინამო ბუქარესტთან“ 27:40 დამარცხდა, ხოლო ირაკლის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს მარტში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ისრაელის ეროვნულ გუნდთან შინ და გარეთ უნდა ეასპარეზა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, გადაწყდა, რომ ორივე მატჩი თელავში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთავარი წარმატებები საქართველოს ნაკრებს წინ აქვს“ - ინტერვიუ ირაკლი კბილაშვილთან
„მთავარი წარმატებები საქართველოს ნაკრებს წინ აქვს“ - ინტერვიუ ირაკლი კბილაშვილთან