გიორგი ცხოვრებაძე
Aa
Aa

საუკეთესო გოლის ავტორი - ცხოვრებაძის აღიარება

გიორგი ცხოვრებაძე ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მეცამეტე წრის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა. ხორვატიის „ზაგრების“ 25 წლის ქართველმა ლეგიონერმა ულამაზესი და ეფექტური ბურთი „ორელ ვისლა პლოცკისთან“ გამართულ საშინაო მატჩში გაიტანა, რომელიც მისმა გუნდმა 8-ბურთიანი სხვაობით წააგო, თუმცა ყოველივე ეს ცხოვრებაძის ფანტასტიურ ასპარეზობას ოდნავადაც არ აკნინებს.

გამოკითხვაში გიორგიმ „ფუჰსე ბერლინის“, „ბარსელონას“, „კიელცესა“ და „პელისტერის“ ხელბურთელებს, მატიას გიდსელს, პეტარ ჩიკუშას, არკადიუშ მორიტოსა და დეიან მანასკოვს აჯობა. საერთო ჯამში ცხოვრებაძემ ამ მატჩში 6 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს ასისტენტობა 2-ჯერ გაუწია, რითაც „ზაგრების“ რიგებში საუკეთესო გახლდათ.

ცნობისათვის, გიორგი ცხოვრებაძე და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას ხორვატიის ჩემპიონატში ხვალ, „შეშვეტთან“ გამართავს, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებას კი, 11 მარტს, დანიის GOG-თან დაპირისპირებით დაასრულებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთავარი წარმატებები საქართველოს ნაკრებს წინ აქვს“ - ინტერვიუ ირაკლი კბილაშვილთან
„მთავარი წარმატებები საქართველოს ნაკრებს წინ აქვს“ - ინტერვიუ ირაკლი კბილაშვილთან