გიორგი ცხოვრებაძე, ტიტე კალანდაძე
Aa
Aa

ცხოვრებაძის 12 გოლი | ხელბურთელთა ნაკრებმა ისრაელთან პირველი მატჩი წააგო

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა. ტიტე კალანდაძის გუნდი თელავის სპორტის სასახლეში ისრაელს დაუპირისპირდა და 29:32 დამარცხდა.

მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და ისრაელი 4:2 დაწინაურდა, თუმცა ჯერ ანგარიში გავათანაბრეთ, შემდეგ კი წინ გავედით 9:7. პირველ ტაიმში ჩვენი მაქსიმალური უპირატესობა 2 გოლი გახლდათ და საბოლოოდ, დიდ შესვენებაზე 16:15-ს ვიგებდით.

კალანდაძის გუნდმა მეორე ტაიმი ცუდად დაიწყო და ზედიზედ 5 უპასუხო გოლი გაუშვა — 16:20. ისრაელმა ჩამორჩენის შემცირების უფლება არ მოგვცა და საბოლოოდ, ხელბურთელთა ნაკრებმა მეორე ტაიმი 13:17 დათმო.

საქართველოს ეროვნულ გუნდში საუკეთესო გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც 12 გოლი გაიტანა (ყველაზე მეტი მატჩში). გიორგი ლაპიაშვილმა და ნიკოლოზ კალანდაძემ 4-4 ბურთი შეაგდეს, ხოლო ხაზეინ რუსტამოვმა და ირაკლი კბილაშვილმა —3-3.

ცნობისთვის, ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 21 მარტს გაიმართება და მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა სწორედ იმ მატჩში გაირკვევა. თამაშს თელავის სპორტის სასახელ უმასპინძლებს და შეხვედრა 18:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაჩადო გარის დაძინება მოუწევს“ - ბრედის პროგნოზი
„მაჩადო გარის დაძინება მოუწევს“ - ბრედის პროგნოზი