გიორგი ცხოვრებაძე
Aa
Aa

ცხოვრებაძის შედეგიანი მატჩი - ორივე გუნდში საუკეთესო იყო

გიორგი ცხოვრებაძე ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის ბოლო ტურში, GOG-ზაგრების შეხვედრაში მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. იმის გათვალისწინებით, რომ უკანასკნელი ტურის წინ, მის მომზადებულ გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგული ჰქონდა, ზაგრებელთა მთავარმა მწვრთნელმა სათამაშოდ გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა, თუმცა გიორგის სათამაშო დრო მაინც მიეცა და გულშემატკივარს სოლიდური ასპარეზობით დაამახსოვრა თავი.

ცხოვრებაძის აქტივში 10 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. მიუხედავად მისი შთამბეჭდავი ასპარეზობისას, ზაგრებელებმა მაინც ვერ დაასრულეს შეხვედრა წარმატებულად და ხუთბურთიანი სხვაობით, 28:33 დამარცხდნენ.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში გიორგი ცხოვრებაძემ ხელბურთის ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 14 ტურში თავი 46 გოლითა და 18 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო გოლის ავტორი - ცხოვრებაძის აღიარება
საუკეთესო გოლის ავტორი - ცხოვრებაძის აღიარება