გიორგი ცხოვრებაძე, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები, ტიტე კალანდაძე
Aa
Aa

სამი ლიდერის გარეშე - ხელბურთის ნაკრების შემადგენლობა ისრაელთან მატჩისთვის

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები 19 და 21 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს.

ტიტე კალანდაძის გუნდი ორივე მატჩში ისრაელის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება და ორივე თამაში თელავის სპორტის სასახლეში ჩატარდება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. სამწუხაროდ, ტრავმების გამო გუნდს სამი ლიდერი დააკლდება - ერეკლე არსენაშვილი, თეიმურაზ ორჯონიკიძე და ზურაბ გოგავა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე, გიორგი ლაპიაშვილი, ვახტანგ ხელისუფალი, ხაზეინ რუსტამოვი, გიორგი არეშიძე, ირაკლი კბილაშვილი, გიორგი ცხოვრებაძე, ნიკოლოზ ბიბლაია, ნიკოლოზ კალანდაძე, დავით გრიშიკაშვილი, ლუკა ლანჩავა, მირიან გავაშელიშვილი, ლევან იმნაძე, საბა ბუიგლიშვილი, ნიკოლოზ მამულაშვილი, გიორგი დიხამინჯია.

შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ისრაელის ნაკრებმა მეორე თამაშის საქართველოში ჩატარება გადაწყვიტა და სწორედ ამის გამო გაიმართება ორივე შეხვედრა თელავის სპორტის სასახლეში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას გოლი და განადგურებული ჩელსი | ქართველი ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავს
ხვიჩას გოლი და განადგურებული ჩელსი | ქართველი ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავს