გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის ტოპ 10-ში მოხვდა
როგორც იცით, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები მონაწილეობას ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე იღებდა.
ჩვენი ნაკრების მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესო გიორგი ცხოვრებაძე იყო. მან ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში დიდებული შთაბეჭდილება დატოვა.
ქართველ ხელბურთელს კარგი თამაში დაუფასდა. ნიდერლანდების ნაკრების კარში მისი ერთ-ერთი გატანილი გოლი ევროპის ჩემპიონატის ტოპ 10-ში მოხვდა, კონკრეტულად კი მე-6 პოზიციაზე. ეს საკმაოდ დიდი აღიარებაა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამწუხაროდ სამივე მატჩი წააგო და ჯგუფიდან ვერ გავიდა. ცხოვრებაძე კი 29 გოლით ჯგუფური ეტაპის თანაბომბარდირი პორტუგალიელ კოსტასთან ერთად გახდა.
ჩვენი ნაკრები უახლოეს მატჩს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 19 მარტს ისრაელის წინააღმდეგ საკუთარ კედლებში გამართავს.