ხელბურთის ევროპის ჩემპიონატი - დანიელების მესამე ტრიუმფი
Aa
Aa

ხელბურთის ევროპის ჩემპიონატი - დანიელების მესამე ტრიუმფი

ხელბურთში ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი ტურნირის ერთ-ერთი მასპინძლის, დანიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. დანიელებმა გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანიის ეროვნული გუნდი დამაჯერებლად, 7-ბურთიანი სხვაობით, 34:27 დაამარცხეს და კონტინენტის პირველობა ისტორიაში მესამედ მოიგეს.

ფინალურ შეხვედრაში გამარჯვებული გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი 8 გოლით სიმონ პიტლიჩკი გახლდათ, ხოლო გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი 5 ბურთი ერთბაშად სამმა ხელბურთელმა, იოჰანეს გოლამ, იური კნორიმ და მარკო გრგიჩმა გაიტანეს. ჩემპიონატის როგორც საუკეთესო მოთამაშე, ასევე საუკეთესო ბომბარდირი ჩემპიონი გუნდის წევრი მატიას გიდსელი გახდა, რომელმაც შეჯიბრება 68 გოლით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის წლევანდელ პირველობაზე საქართველოს ეროვნული გუნდიც მონაწილეობდა და ჩვენი ნაკრების ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე ჯგუფური ეტაპის თანაბომბარდირი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საქართველო-ისრაელს შორის გამარჯვებული ესპანეთს შეხვდება
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საქართველო-ისრაელს შორის გამარჯვებული ესპანეთს შეხვდება