ჯონ ჯონსი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

„მის უნარებზე გადაჭარბებული წარმოდგენა გაქვთ“ - ჯონსმა ასპინალი გააკრიტიკა

ტომ ასპინალსა და სირილ განს შორის UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ბრძოლა ყველასთვის უკვე კარგად ცნობილი და გასაგები მიზეზების გამო ვერ დასრულდა. ბევრმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება იმის თაობაზე, უნდა გაეგრძელებინა თუ არა ასპინალს ჩხუბი დაზიანებული თვალის პირობებში, თუმცა ბუნებრივია, განსაკუთრებით საინტერესოა ამ დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის ჯონ ჯონსის მოსაზრება, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ასპინალი შესანიშნავი მებრძოლია, თუმცა უკიდურესად ერთფეროვანი. მის საჭიდაო და ჯიუ-ჯიცუს უნარებზე ზედმეტი წარმოდგენა გაქვთ შექმნილი. სირილ განის დამორჩილება, ან კიდევ მისთვის ერთხელ სათანადოდ დარტყმა ვერ შეძლო. პირიქით, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მაშინ, როდესაც ბრძოლა შეწყვიტეს, განი სათანადო რითმში ჯდებოდა, მხრები მოდუნებული, ხელები ჩამოშვებული ჰქონდა და ხარისხიანად უტევდა მეტოქეს, რითაც ყველას აგრძნობინა, რომ ასპინალისგან საფრთხეს საერთოდ ვერ გრძნობდა“.

შეგახსენებთ, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებში იმის მოლოდინი, რომ ჯონ ჯონსისა და ტომ ასპინალის ბრძოლას იხილავდნენ, მაგრამ „ბოუნსმა“ კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი გაოცება შემიძლია“ - მადალენა მახაჩევს სიურპრიზს უმზადებს
„მისი გაოცება შემიძლია“ - მადალენა მახაჩევს სიურპრიზს უმზადებს