მერაბ დვალიშვილი, ხაბიბ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მერაბი ხაბიბზე უკეთესია“ | მოიკანო დვალიშვილს აქებს

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, რენატო მოიკანომ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. ბრაზილიელმა „მანქანის“ მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და ის ლეგენდარულ ხაბიბ ნურმაგომედოვზე მაღლა დააყენა.

„მერაბი ხაბიბზე უკეთესია. შეგიძლიათ გეზიზღებოდეთ, მაგრამ დვალიშვილს ნურმაგომედოვზე უკეთესი რეზიუმე აქვს. თუ ვცდები, დამიმტკიცეთ, რომ ასე არ არის. მერაბის რეკორდი საერთოდ სხვა დონეზეა და ეს ფაქტია. პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ დვალიშვილი ამ მომენტისთვის UFC-ის საუკეთესო მებრძოლია.“

შეგახსენებთ, რომ მერაბმა ბოლო ბრძოლა UFC 320-ზე გამართა. ქართველი მებრძოლი კორი სენდჰეგენს დაუპირისპირდა და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მესამედ დაიცვა. დვალიშვილს სურს, 2025 წელს კიდევ ერთხელ იჩხუბოს და მზად არის, დეკემბერში ოქტაგონში შევიდეს.

სხვათა შორის, UFC 320-ის შემდეგ Pound for pound რეიტინგი განახლდა და მერაბი კვლავინდებურად მესამე პოზიციას იკავებს. სამაგიეროდ, Givemesport-ს მიაჩნია, რომ ამ მომენტისთვის, „მანქანა“ UFC-ის საუკეთესო ჩემპიონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მზად ვარ, დგომში ვეჩხუბო“ - მაგომედ ზაინუკოვი ილია თოფურიაზე
„მზად ვარ, დგომში ვეჩხუბო“ - მაგომედ ზაინუკოვი ილია თოფურიაზე