„მზად ვარ, დგომში ვეჩხუბო“ - მაგომედ ზაინუკოვი ილია თოფურიაზე
MMA-ის რუსმა მებრძოლმა, მაგომედ ზაინუკოვმა, რომელმაც Dana White Contender Series-ის ფარგლებში ბრაზილიელი ლუკას კალდასი დაამარცხა და UFC-ის კონტრაქტი მიიღო, მსუბუქი წონის ჩემპიონზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა.
„არ ვიცი, რამდენი ბრძოლა დამჭირდება რეიტინგში მოსახვედრად, მაგრამ მე მზად ვარ. იმდენჯერ ვიჩხუბებ, რამდენიც საჭიყო იქნება, ვიდრე ქამარს არ მოვიგებ.
ჩემს წონაში ჩემპიონი ილია თოფურიაა. მისი სუსტი წერტილები? მას რომ სუსტი წერტილები ჰქონოდა, ჩემპიონი არ იქნებოდა, მაგრამ თუ ჩვენი გზები გადაიკვეთება, მზად ვარ დგომში ვეჩხუბო“.
ცნობისთვის, ილია თოფურიამ რამდენიმე დღის წინ ოქტაგონში დაბრუნება დააანონსა. „მეფე მოდის. უსაფრთხოდ არავინაა. ისინი რიგში დააყენეთ. დაპყრობა გრძელდება“ - დაწერა „ელ მატადორმა“ სოციალურ ქსელებში.
აქვე გეტყვით, რომ 22 ნოემბერს UFC-ში მეორე ბრძოლას ილიას უფროსი ძმა, ალექსანდრე თოფურია გამართავს. „ელ კონკისტადორის“ მეტოქე ყაზახი მებრძოლი ბეკზატ ალმახანი (12-2) იქნება. როგორც ყოველთვის, ილია თოფურიას ალექსანდრეს კუთხეში ვიხილავთ.